„ანბანის ზეიმი“ ღია ცის ქვეშ - დაუვიწყარი დღე შაშიანის საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის
28-05-2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ნაზი ნარეკლიშვილის ხელმძღვანელობით საანბანო პერიოდის წარმატებით დასრულება აღნიშნეს. 

„ანბანის ზეიმი“ ღია ცის ქვეშ გაიმართა. 

„პანდემიის პერიოდის ძალიან ყოჩაღ, ჩვენს უსაყვარლეს პირველკლასელებს ვულოცავთ პირველი კლასის დასრულებას! ვუსურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს და ბევრ სიხარულს, მშვიდობიან საქართველოში ცხოვრებას!

მადლობას ვუხდით სკოლის დირექციას, მუსიკის მასწავლებელს, საყვარელ და ყურადღებიან მშობლებს გვერდში დგომისთვის! ნაზი მასწავლებელს უყვარხართ და ეიმედებით“,- აღნიშნავს პედაგოგი ნაზი ნარეკლიშვილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203