„საქართველო, სიცოცხლევ ჩემო“ - ნაესაკოვოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო ღონისძიება გამართეს
28-05-2021

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „საქართველო, სიცოცხლევ ჩემო“ ჩაატარეს. 

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ისტორიის მასწავლებელი მერაბ ხოშტარია. მოსწავლეებმა შეასრულეს საქართველოს ჰიმნი და სიმღერები, წაიკითხეს ლექსები. ღონისძიება იყო ლამაზი და საინტერესო.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

ზუსტად 103 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203