„ჯანსაღი ცხოვრება-ჯანმრთელი მომავალი“ - ხარაგაულის N2 სკოლის მოსწავლეები საინტერესო პროექტზე მუშაობენ
28-05-2021
ხარაგაულის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპილარიზებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამ მიზნით სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლეებმა ყვავილები ორგანული სასუქით გაამდიდრეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, პედაგოგმა ნანა გიორგიობიანმა მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები ჯანსაღი ცხოვრების პროექტში ჩართო.
„პროექტის - „ჯანსაღი ცხოვრება-ჯანმრთელი მომავალი“ ფარგლებში გავხსენით სკოლის საკომპოსტე ყუთი და ორგანული სასუქი დავარიგეთ სასკოლო თემში. კომპოსტი დაახლოებით 50 პაკეტში გადავანაწილეთ, თითოეულს თან დავურთეთ შემადგენლობა და გამოყენების ინსტრუქცია. სკოლაში ქოთნის ყვავილები გავამდიდრეთ ორგანული სასუქით“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს