მზისგულის საჯარო სკოლიდან 2021 წლის კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულით გააცილეს
28-05-2021

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულის (ბოგდანოვკის) საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. 2021 წლის კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს. 

კურსდამთავრებულებმა კი პედაგოგებს გაწეული შრომის და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს და  ვიდეორგოლები მოამზადეს, სადაც მათი სითბო და სიყვარული ასახეს. 

„პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ბოლო ზარის დღისათვის მოვამზადეთ პატარ-პატარა ვიდეოები, რომლებიც ნათლად ასახავს ჩვენს სითბოსა და სიყვარულს განვლილი წლებისადი, ჩვენს დამოკიდებულებასა და ურთიერთობას პედაგოგების მიმართ. საბოლოო ჯამში ეს დღე იყო შთამბეჭდავი“,-აღნიშნავენ კურსდამთავრებულები. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203