ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ადმინისტრაცია დაინტერესებულ პირებს 1 ივნისს ღია კარის დღეზე იწვევს
28-05-2021

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალის ადმინისტრაცია დაინტერესებულ პირებს სამშაბათს, 1 ივნისს, 14:00 საათზე ღია კარის დღეზე იწვევს. დირექცია სასწავლო პროგრამებითა და მოსწავლის გავითარებაზე ორიენტირებული სწავლებით ამაყობს.

გაეცანით სკოლის ინფორმაციას:

„ღია კარის დღეზე შესაძლებლობა გექნებათ, ახლოდან გაეცნოთ იმ პროგრამებს, პროექტებს, კლუბებსა და აქტივობებს, რასაც სკოლა „პროგრესი“ საკუთარ მოსწავლეებს სთავაზობს.

თუ ჯერ კიდევ ფიქრობ, რა იქნება საუკეთესო შენი შვილის მომავლისათვის, აქ ყველა პასუხს მიიღებ.

რატომ უნდა ისწავლოთ პროგრესში?

  • ორმაგი აკრედიტაცია (ორენოვანი სწავლება)
  • სწავლების ხელმისაწვდომი გადასახადი
  • გაძლიერებული უცხო ენების სწავლება (ინგლისური, გერმანული, რუსული)
  • აბიტურიენტთა მოსამზადებელი პროგრამა (მოსწავლეები ემზადებიან და სკოლაშივე აბარებენ საერთაშორისო გამოცდებს - SAT/PSAT, GMAT, TOEFL, IELTS, Goethe FIT)
  • მცირერიცხოვანი კლასები (12-15 მოსწავლე)
  • გაცვლითი პროგრამები, საერთაშორისო პროექტები და კონფერენციები
  • ინოვაციური და არაფორმალური განათლება (STEM-ის, დებატების, ბიზნესის, წიგნის, ინტელექტ და სამეცნიერო კლუბები)
  • „პროგრესში“ მოსწავლეები ემზადებიან არა გამოცდებისთვის, არამედ ცხოვრებისთვის.
    აქ შენი პროგრესია!“
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203