ხარაგაულის N2 სკოლის მოსწავლეებმა ჯანსაღი კვებისა და ჰიგიენის შესახებ ექიმისგან რჩევები მიიღეს
28-05-2021

ხარაგაულის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. 

მოსწავლეებმა პროექტის -„ჯანსაღი ცხოვრება-ჯანმრთელი მომავალი ფარგლებში“ ჯანსაღი კვებისა და ჰიგიენის შესახებ ექიმისგან რჩევები მიიღეს. 

„პროექტის „ჯანსაღი ცხოვრება-ჯანმრთელი მომავალი ფარგლებში“ განვახორციელეთ აქტივობა ექიმის რჩევები ჯანსაღი ცხოვრების შესახებ, რომელშიც ჩართული იყო პირველი-მეთორმეტე კლასის ყველა მოსწავლე. ბავშვებმა რჩევები მიიღეს ჯანსაღი კვების, პირადი ჰიგიენის, კომპიუტერისა და გაჯეტების მოხმარების შესახებ“, - აღნიშნავს პედაგოგი ნანა გიორგობიანი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203