თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა
28-05-2021

თერჯოლის N1 საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ დაირეკა  და კურსდამთავრებულებს ემოციურად დაემშვიდობა. მე-12 კლასელებმა სკოლის ეზოში ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს და ლამაზი სანახაობით გამოეთხოვნენ სკოლის კედლებს. 

გამოსამშვიდობებელი დღე ამაღელვებელი გამოდგა. კურსდამთავრებულებს სკოლა, დირექტორი ელისო მურადაშვილი და დამრიგებლები: ინგა რობაქიძე და ზურაბ კუტალაძე ემოციურად ემშვიდობებიან და ცხოვრების გზაზე წარმატებას უსურვებენ.

გთავაზობთ ემოციურ წერილს, რომელიც თერჯოლის N1 სკოლა ავრცელებს: 

„ჩვენს საყვარელ მოსწავლეებს, უკვე 2021 წლის კურსდამთავრებულებსა და ცხოვრების დიდ გზაზე გასულთ, ვულოცავთ სკოლის დამთავრებასა და ახალი, უმნიშვნელოვანესი ეტაპის დაწყებას. ვუსურვებთ ულევ სიხარულსა და დიდ წარმატებებს მოახლოებულ ეროვნულ გამოცდებში.

ძვირფასებო, არ დაგავიწყდეთ, რომ ადამიანმა პრობლემებს თვალი უნდა გაუსწოროს და პიროვნული მე ნებისმიერ სიტუაციაში  შეინარჩუნოს; ,,სახელის ხე“ ,,წყლისა პირს“ უნდა დარგოს და ამ მადლით იცხოვროს.  გახსოვდეთ: ცხოვრებისეული ბედნიერება წვრილმანებშია, ყოველდღიურობაში, და არამც და არამც მწვერვალების დაპყრობაში, ოღონდ ამ ბედნიერების დანახვა და შეგრძნება უნდა შეგეძლოთ.  პოზიტიურად შეხვდით გასაჭირსაც, რადგან ცხოვრების კანონზომიერებაა, რომ აღმართებს დაღმართები მოჰყვება და პირიქით, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ „ესეც გაივლის!“ იცოდეთ: თუ სხვას შეუძლია წარმატების მიღწევა, შეგიძლიათ თქვენც - ირწმუნეთ ეს და ყველაფერს მიაღწევთ, რადგან თითოეულ თქვენგანში უკვე არის ყველაზე მთავარი: ადამიანური ღირსება და ღვთიური კეთილშობილება“, - ნათქვამია სკოლის გამოსამშვიდობებელ სიტყვაში.

სკოლა და კურსდამთავრებულები მადლობას უხდიან ქორეოგრაფებს: გიორგი და თამუნა ჭანკვეტაძეებს.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203