თბილისის N64 საჯარო სკოლის I კლასში ინტელექტუალური შეჯიბრი ჩატარდა
28-05-2021
თბილისის N64 საჯარო სკოლაში პედაგოგმა ნანა მაღლაკელიძემ პირველი კლასის მოსწავლეებთან ინტელექტრუალური შეჯიბრი - „რა, სად, როდის?“ მოაწყო.
სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ღონისძიება მშობელთა ჩართულობით წარიმართა. მოსწავლეები კი დიდი ინტერესით ჩაერთვნენ თამაშში. აღნიშნული აქტივობა მოსწავლეთა ცოდნის გამოვლენასა და საორიენტაციო უნარების განვითარებას შეუწყო ხელი.
შემაჯამებელი ღონისძიებით პირველი კლასის მოსწავლეები სკოლას მომავალ სასწავლო წლამდე გამოემშვიდობნენ.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია