ქარელის N1 საჯარო სკოლაში ეროვნულ დღესასწაულს ღონისძიება მიუძღვნეს
28-05-2021

ქარელის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. 

მე-3 კლასის მოსწავლეებმა ეროვნულ დღესასწაულს ღონისძიება მიუძღვნეს. 

ღონისძიებას ორგანიზება  კლასის ხელმძღვანელმა ჯენეტ ივანიძემ და მუსიკის პედაგოგმა იამზე გონგლაძემ გაუწიეს.

„გილოცავთ! წარმატებები! ყველას გისურვებთ გამთლიანებულ, ძლიერ, მშვიდობიან საქართველოში ცხოვრებას!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

ზუსტად 103 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203