ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ მიქელაძე პირველკლასელებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას ულოცავს
28-05-2021

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ მიქელაძე 71 პირველკლასელს სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას ულოცავს და დაწყებითი კლასების მასწავლებლებს მადლობას უხდის.

„ჩვენ არ გვინდა სახლში წასვლაო!!! - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს ამავე სკოლის პირველკლასელებს, 71 მოსწავლეს პირველი კლასის დასრულებას და მეორე კლასში გადასვლას.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მასწავლებლებს მაია ფევაძეს, ნინო ლეონიძეს, მარიამ ქამადაძეს, მაია დიასამიძეს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული სწავლებაში!

კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ მომავალ წარმატებებს!“ - წერს სკოლის დირექტორი ტარიელ მიქელაძე.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203