
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი დაასრულეს.
პედაგოგებმა მოსწავლეებს პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულება და არდადეგების დაწყება მოილოცეს. პედგოგმა მარინა მინდაძემ მოსწავლეები წამახალისებელი სერტიფიკატებით დააჯილდოვა.
„ჩემი უსაყვარლესი პატარებისთვის დღეს პირველი სასწავლო წელი დასრულდა და უკვე II კლასის მოსწავლეები არიან. დიდი წარმატება მინდა ვუსურვო მათ ცხოვრების გზაზე“- აღნიშნავს მოსწავლეთა მასწავლებელი მარინა მინდაძე.
იხილეთ ფოტოები