ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ილია ზედგინიძეს izrune.ge-ს ტესტში ბრწყინვალე შედეგი აქვს
28-05-2021

ნოდარ დუმბაძის სახელობის ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ილია ზედგინიძე  izrune.ge-ს ტესტებს წარმატებით გადის.

მომღიმარი, ყოჩაღი- ილია izrune.ge-ს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და მოტივაციით აღსავსე მოსწავლეა! 

„მე ვარ ილია ზედგინიძე, 7 წლის ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის 1  კლასის მოსწავლე. მე ძალიან მიყვარს თქვენი ტესტები და ყოველ ხუთშაბათს მოუთმენლად ველი. ყველაზე მეტად დიპლომის დღეს ველოდები. მაქვს ბევრი დიპლომი. ჩემი დამრიგებელი არის - ირინა ყაზაიშვილი და ის ძალიან გულშემატკივრობს“,- წერს მოსწავლე.

თბილ შეტყობინებას  izrune.ge-ს ილიას მზრუნველი მშობელიც უგზავნის:

„დიდი მადლობა  „იზრუნეს“ გუნდს, იმისთვის, რომ უფრო საინტერესო, მრავალფეროვანი და ცოდნაზე ორიენტირებული გახადეთ ჩემი შვილის ცხოვრება. მიყვარხართ. ილიას ძალიან უყვარს ინგლისური. უზომოდ გახარებულია izrune.ge-ს სიახლით და ყოველთვის მოუთმენლად ელოდება შემაჯამებელ ტესტს“.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203