„თქვენ დაგვარწმუნეთ, რომ ცხოვრება შეიძლება ფერადი იყოს“ - ბარეთის საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები გააცილეს
28-05-2021
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარეთის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს დაემშვიდობა, თავის მხრივ მოსწავლეები სითბოთი და სიყვარულით დაემშვიდობნენ, პედაგოგებს, სკოლის მანდატურებს და თანამშრომლებს.
„ვინ ან რამ უნდა შეგაფასოს ბავშვზე უკეთესად, ფრაზები, რომელიც სკოლასთან გამომშვიდობების დროს თქვეს წლევანდელმა მეთორმეტეებმა: „ეკა მასწ, თქვენ დაგავრწმუნეთ, რომ ცხოვრება შეიძლება ფერადი იყოს“, „ზვიადი მასწავლებელი გვიტარებდა არამარტო ისტორიის გაკვეთილებს, არამედ ცხოვრების გაკვეთილებსაც“, „ყველაზე მაგარი მანდატური გვყავს“ „ამ სკოლაში ვისწავლეთ თაბისუფლების ფასი“ და სხვა უამრავი, ჩვენ უკეთესს შემფასებელს არ ვეძებთ და ვერც იქნება ვერავინ, ბავშვებო“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია