სორმონის საჯარო სკოლაში შიდასასკოლო სპორტული შეჯიბრება გაიმართა
28-05-2021
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლაში შიდა სასკოლო სპორტული შეჯიბრება გაიმართა.
„კიდევ ერთი მშვენიერი დღე სორმონის საჯარო სკოლაში, ჩატარდა შიდა სასკოლო ფესტივალი „მხიარული სტარტები“. გუნდებში წარმოდგენილი იყვნენ, როგორც მოსწავლეები ასევე მასწავლებლები, შეჯიბრი იყო ძალზედ სახალისო, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული. მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს და სპორტის პედაგოგს ასეთი მხიარული განწყობის შექმნისთვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია