იანეულის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირები გაიხსენეს
28-05-2021
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, პედაგოგმა ნინო სიხარულიძემ გაკვეთილი საქართველოს დამოუკიდებლობის თემატიკაზე ჩაატარა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, ისაუბრეს ამ ისტორიული დღის მნიშვნელობაზე და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირები გაიხსენეს.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - საქართველოს ეროვნული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს, ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა რუსეთის იმპერიისგან და სსრკ-სგან. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისი - პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე - აღინიშნება.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია