გეგელიძეების საჯარო სკოლის დირექტორი დურსუნ ნიჟარაძე პირველკლასელებს მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობა
28-05-2021
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეების საჯარო სკოლა პირველკლასელებს მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 27 მაისს პირველკლასელებისთვის სასწავლო წელი დასრულდა. გეგელიძეების საჯარო სკოლა კი თითოთოეულ მოსწავლეს უსურვებს ჯანმრთელობას და წარმატებებს.
„მომდევნო კლასში გადასვლა, სწავლების ახალი საფეხურის დაწყება ნიშნავს ახალ მიზნებს და გამოწვევებს, რომლებიც დიდი წარმატების საწინდარია!
თითოეული პედაგოსთვის, მშობლისთვის და განსაკუთრებით პირველკლასელებისთვის გულდასაწყვეტი იყო ის ფაქტი, რომ პანდემიის გამო წელს მათ სასწავლო პროცესის დაწყება დისტანციურ რეჟიმში მოუწიათ. თუმცა მაინც სასიხარულოა, რომ უფლის წყალობით სასწავლო წლის ნახევარი მათ გაატარეს სკოლის შენობაში. საკლასო ოთახებში ისმოდა მათი ხმა ქართული ანბანის - „აი ია“ - ს შესწავლისას! კიდევ ერთხელ გილოცავთ პატარებო!“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი დურსუნ ნიჟარაძე.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია