შუბნის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელები „ბოლო ზარის“ ღონისძიებაზე სამახსოვრო სიგელებით დაჯილდოვდნენ
28-05-2021
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბნის საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის  „ბოლო ზარი“ დაირეკა.

„ახალგაზრდებმა თორმეტწლიანი მოსწავლეობის ხანა დაასრულეს და გადავიდნენ ახალ ეტაპზე. ეპიდემიის გამო საზეიმო გაცილების ცერემონია სკოლის ეზოში მოკრძალებულად გაიმართა.

სკოლის დირექტორმა ემზარ ჯუმუშაძემ გზა დაულოცა მოსწავლეებს და სკოლის სახელით სამახსოვრო სიგელები გადასცა. არაერთი მილოცვა მიიღეს მეთორმეტე კლასელებმა, რომელთაც განსაკუთრებით მოეფერა კლასის დამრიგებელი მზიური ჯუმუშაძე.

ღონისძიებაზე გაიხსენეს ბევრი სახალისო ფაქტი და სევდანარევი სიხარულით დაემშვიდობნენ ერთმანეთს. ვულოცავთ ყველა მეთორმეტე კლასელს სკოლის დასრულებას და წარმატებებს ვუსურვებთ ცხოვრებაში. წელს შუბნის საჯარო სკოლა 13-მა მოსწავლემ დაასრულა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203