„საქართველოვ, ჩემო დედავ, ჩემი სუნთქვა გენაცვალა“ - დაბა ხულოს საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
28-05-2021
დაბა ხულოს საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დაბა ხულოს საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი ჟუჟუნა ცეცხლაძე) ჩაატარეს ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თემაზე: „საქართველოვ, ჩემო დედავ, ჩემი სუნთქვა გენაცვალა“.
მოსწავლეებმა წარმოთქვეს ლექსები, იმსჯელეს დამოუკიდებლობის როლზე ჩვენი ქვეყნისთვის და გაიხსენეს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირები.