„გისურვებთ წინსვლას ცოდნის მწვერვალებისკენ მიმავალ გზაზე“-ვანის N2 სკოლის პედაგოგმა პირველკლასელებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა
28-05-2021

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ვანის N2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგმა პირველკლასელებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა. მასწავლებელმა მშობლებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ პირველი კლასის წარმატებით დასრულებას! გისურვებთ წინსვლას, ცოდნის მწვერვალებისაკენ მიმავალ გზაზე...

მჯერა, რომ ჩვენი ურთიერთობის მომდევნო სამი წელი კიდევ უფრო საინტერესო და ნაყოფიერი იქნება. მადლობა, რომ არსებობთ ჩემს ცხოვრებაში!

ძალიან მიყვარხართ!

უდიდესი მადლობა ჩვენი სკოლის შესანიშნავ, ენერგიულ დირექტორს, ქალბატონ თეონა ადეიშვილს ნდობისა და თანადგომისათვის აგრეთვე, მოსწავლეთა მშობლებს -თანამშრომლობისათვის“, - აღნიშნავს პედაგოგი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203