„ნახვამდის დედა ენა“ - წალენჯიხის N6 სკოლის პირველკლასელებმა საინტერესო პროექტი განახორციელეს
28-05-2021

წალენჯიხის N6 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო ღონისძიებებით სრულდება.

სკოლაში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით - „თავისუფლება ლომთა ხვედრია“ ჩატარდა.

ასევე განხორციელდა პროექტი - „ნახვამდის დედა ენა“, სადაც აქტიურად იყვნენ ჩართულები მშობლებიც, მასწავლებლებთან ერთად.

პირველი კლასის მოსწავლეები ლექსებით, სიმღერებითა და როლური თამაშებით დაემშვიდობდნენ „დედა ენას“.  

სკოლის დირექციამ ღონისძიება შეაფასა, პატარებს მოეფერა და გზა დაულოცა ცხოვრების ლაბირინთში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203