„ანბანთან გამოთხოვება“ - სამების საჯარო სკოლის პირველკლასელთა ლამაზი ღონისძიება
28-05-2021

მაკარ (იპოლიტე) ბურჭულაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში ღონისძიება - „ანბანთან გამოთხოვება“ ჩატარდა. 

პირველკლასელებმა კლასის დამრიგებელთან, შორენა კუტალაძესთან ერთად, ერთი ლამაზი დღე აჩუქეს სკოლის საზოგადოებას. მოსწავლეებმა წარმოთქვეს ლექსები ქართულ ანბანზე, იმღერეს და ხოტბა შეასხეს ქართულ ანბანს, ქართული ენის მასწავლებელთან ერთად გაიხსენეს მისი წარმოშობა. თავის მხრივ, სკოლის პედაგოგებმა პირველკლასელებს ცოდნის სამყაროსკენ სავალი გზა დაულოცეს, ხოლო სკოლის დირექციამ ისინი სიგელებით დააჯილდოვა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203