
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელი ლასურიაშის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ისტორიის მასწავლებელი მზია მუშკუდიანი.
მოსწავლეებმა მოიძიეს მასალები და პრეზენტაციის სახით წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას, ისაუბრეს ზვიად გამსახურდიას ცხოვრებაზე, აჩვენეს დოკუმენტური ფილმი: „26 მაისი დამოუკიდებლობის დღე“.
პრეზენტაცია საინტერესო და შინაარსიანი ინფორმაციით იყო დატვირთული.