
„დედა ენით დაიწყო და დედა ენით დამთავრდება“ - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა საანბანო დღესასწაული გამართეს.
I კლასის დამრიგებელმა სოფიკო ხუროძემ, მუსიკის მასწავლებელმა მეგი ჭანტურიამ და მოსწავლეებმა საინტერესო ღონისძიება წარმოადგინეს.
„ვულოცავთ მათ ამ მნიშვნელოვანი ეტაპის დასრულებას და წარმატებებს ვუსურვებთ ცოდნის საინტერესო და მრავალფეროვან სამყაროში“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები