
2020-2021 სასწავლო წელი პირველკლასელთათვის 27 მაისს დასრულდა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთის საჯარო სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა I კლასის მოსწავლეებს პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულება და არდადეგების დაწყება მიულოცეს.
კლასის დამრიგებლის, ხათუნა ფონჯავიძის და მუსიკის მასწავლებლის, ნელი თომაძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა ჩაატარეს ღონისძიება. ლექსებით და სიმღერებით გაალამაზეს დღე და მხიარულად დაემშვიდობნენ უფროს მეგობრებს.
იხილეთ ფოტოები