ორჯის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი მიეძღვნა
28-05-2021

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. 

მე-6 კლასში, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა მარიანნა მაკოიანმა მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი ჩაატარა.

მოსწავლეებმა ლექსები მიუძღვნეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ნახეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი საქართველოს ისტორიაზე. მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს საქართველოს წარსულის შესახებ და გაეცნენ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

ზუსტად 103 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ვიდეო







 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203