თბილისის N108 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
28-05-2021

თბილისის N108 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ისაუბრეს დამოუკიდებლობის არსზე და მის მნიშვნელობაზე.

საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრამ და მოსწავლეებმა საზოგადოებას საქართველოს ისტორიაში ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი მიულოცეს. 

„თბილისის N108 საჯარო სკოლის მოსწავლეები და საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრა გილოცავთ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“,- აღნიშნულია მისალოც წერილში. 

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

ზუსტად 103 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203