
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სამების საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. მოსწავლეებმა საინტერესო ღონისძიება საქართველოს ჰიმნით დაასრულეს.
„26 მაისის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა შაქრო კახიძე, რომელმაც ისაუბრა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნასა და ისტორიულ მნიშვნელობაზე. ნაირა ყურშუბაძე - რომელმაც ისაუბრა თემაზე: საქართველო XX საუკუნის 90-იან წლებში. მაია ზოიძე - რომელმაც ისაუბრა 9 აპრილის მოვლენებზე.
მოსწავლეებმა ჩაატარეს ღონისძიება, რომელიც დასრულდა საქართველოს ჰიმნის ცოცხალი შესრულებით“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები