
თბილისის N103 საჯარო სკოლის IIIგ კლასის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო პრეზენტაციები და პოსტერები წარმოადგინეს.
„მოსწავლეებმა ისაუბრეს საქართველოს იმ დროინდელ ისტორიულ წარსულზე, ამ სადღესასწაულო თარიღთან დაკავშირებულ ყველა ისტორიულ ფაქტზე. გაიაზრეს უდიდესი ეროვნული დღესასწაულის მნიშვნელობა ქვეყნისა და ხალხისთვის“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.
კლასის დამრიგებელი თეა კოვზირიძეა.
იხილეთ ფოტოები: