
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა საანბანო პერიოდის წარმატებით დასრულება აღნიშნეს.
პირველკლასელებმა, დამრიგებლის, ანა ტყემალაძის ხელმძღვანელობით „ანბანის გაცილების“ ღონისძიება გამართეს.
მოსწავლეებმა ლამაზი, შემეცნებითი და სანახაობრივი ღონისძიება წარმოადგინეს და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
იხილეთ ვიდეო: