
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის IIIა კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებელ მზიური ნაგერვაძესთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღნიშნეს.
მოსწავლეებმა შეასრულეს ლექსები და სიმღერები პატრიოტულ თემაზე. ასევე მოეწყო ნახატების გამოფენა.
„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს“, - ასე მიმართეს ღონისძიების მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას.
იხილეთ ფოტოები