
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წინსვლის საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად საზეიმო გასართობი ღონისძიებები გაიმართა, რომლებიც საინტერესო იყო მოსწავლეებისთვის. მოსწავლეებმა 26 მაისის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ეროვნული დღესასწაული აღნიშნეს.
„26 მაისი ყველაზე ძვირფასი დღეა ჩვენს ცნობიერებაში. არა ერთი თაობა იბრძოდა საქართველოს თავისუფლების მოპოვებისთვის და განმტკიცებისთვის“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები