„წარსულის კვალდაკვალ“- ხონის N2 საჯარო სკოლის გუნდმა - „მემატიანეები“ საინტერესო პროექტი განახორციელა
28-05-2021

აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის გუნდმა - „მემატიანეები“, ისტორიის მასწავლებლის მადონა გოფოძე-კუპრაშვილის დახმარებით, ევროპის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი - „წარსულის კვალდაკვალ“ განახორციელა. 

გუნდის წევრებმა შეიძინეს წიგნები და ინვენტარი, რომელიც დაანაწილეს სკოლის ყველა კლასისთვის და ჩამოაყალიბეს ისტორიის კლუბები. გუნდი გეგმავს სხვადასხვა კონკურსებისა თუ ვიქტორინების გამართვას.

გუნდის - „მემატიანეები" წევრების თქმით, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ისტორიის პოპულარიზაციას მოსწავლეებში.

„გვინდა მადლობა გადავუხადოთ მათ საინტერესო პროექტის განხორციელებისთვის და ვუსურვოთ წარმატებები!“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203