
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის დასრულება იზეიმეს.
სკოლის დირექციამ, მასწავლებლებმა და საპატიო სტუმრებმა მოსწავლეებს პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცეს.
„პირველი კლასიც გავაცილეთ არდადეგებზე...კოხტა ლამაზი ღონისძიება შემოგვთავაზეს დამრიგებელმა ლუიზა ხუჯაძემ და პატარებმა...
მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები გვსტუმრობდენ დავით კამლაძე და ლადო ხვარეშია...ბიუროს უფროსმა დავით კამლაძემ წარმატების სიგელები გადასცა პატარებს და ბედნიერი არდადეგები უსურვა“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები