
აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლის X კლასის გუნდის -„პარადოქსული ხუთკუთხედი“ პროექტმა საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.
„X კლასის გუნდმა „პარადოქსული ხუთკუთხედი“ (ნინი ჩხენკელი, დეა კუჭავა, მარიამ მოგელაძე, მუმუკა უგრეხელიძე, ლუკა ჯიმშელეიშვილი) მათემატიკის მასწავლებლის, ნესტან ტაბიძის დახმარებით დაწერეს ახალგაზრდული იდეის პროექტი - „მათემატიკა და ჩვენ“, რომელმაც მოიპოვა 800-ლარიანი გრანტი და ამ თანხით შეიძინეს მათემატიკისათვის საჭირო წიგნები და სხვადასხვა საჭირო ნივთები.
„პარადოქსული ხუთკუთხედი“ მადლობას უხდის ახალგაზრდული იდეის ჯგუფს ამ შესაძლებლობისთვის და ასევე თამარ წულაიას, რომელმაც საკუთარი ხელით დამატებით შექმნა რამოდენიმე რესურსი და გადასცა პროექტის მონაწილეებს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.