ზოდის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კვირეული მიეძღვნა
27-05-2021
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კვირეული მიეძღვნა.
კვირეულის ფარგლებში სკოლის ყველა კლასში მრავალფეროვანი ღონისძიება ჩატარდა. მათ შორის გამოირჩეოდა მეათე კლასის მიერ მომზადებული საინტერესო პრეზენტაცია, რომელსაც საშუალო საფეხურის მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ. პრეზენტაციაში ასახული იყო ის გზა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ 1918 წლის 26 მაისიდან დღემდე გაიარა.
ბოლოს მოსწავლეებმა პრეზენტაციის ირგვლივ დისკუსია გამართეს.
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.
ზუსტად 103 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.
საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს