წესის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა პირველი სასწავლო წელი ღონისძიებით დაასრულეს
27-05-2021
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლამ პირველი კლასის მოსწავლეები ზეიმით გააცილა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მოსწავლეებმა პირველი სასწავლო წელი ღონისძიებით დახურეს და სკოლას 2021-2022 სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ.
„ბავშვებმა გამოავლინეს შეძენილი ცოდნა და ინსცენირება „წითელქუდა ციფრების სამყაროში“' გაითამაშეს. მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი ღონისძიებაში. პირველი კლასის დამრიგებელია ნათელა ნატმელაძე“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია