ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის პედაგოგებმა საინტერესო ღია გაკვეთილები ჩაატარეს
27-05-2021
ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში სასწავლო პროცესი აქტიურად გრძელდება. სკოლის პედაგოგები მუდმივად ზრუნავენ, კვალიფიკაციის ამაღლებაზე და მოსწავლეებისთვის საინტერესო გაკვეთილების ჩატარებაზე. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, უფროსის სტატუსის მქონე პედაგოგემა ღია გაკვეთილები ჩაატარეს, რომელიც მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით მიმდინარეობდა.

მისი ყოვლადუსამღვდელოესობის მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და წმ.ანდრია პირველ წოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორის მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა -კურთხევით ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიში უფროსის სტატუსის მქონე პედაგოგებმა ღია გაკვეთილები ჩაატარეს. 

ღია გაკვეთილი ჩაატარა მესამე კლასში პედაგოგმა მედეა უჩიძემ; მეათე კლასში პედაგოგმა ნათელა დეკანოსიძემ და მერვე კლასში პედაგოგმა ზეინაბ ბუაჩიძემ. საგაკვეთილო პროცესს ესწრებოდა გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტირი დეკანოზი პავლე (ცერცვაძე).
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203