ბოლაჯურის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის დასრულება იზეიმეს
27-05-2021
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი ზეიმით დაასრულეს.
„პირველი კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, თამარ აბრამიშვილმა, შეაჯამა 2020-2021 სასწავლო წელი და ისაუბრა იმ მიღწევებზე, რომელიც წლის განმავლობაში განხორციელდა.
პანდემიის მიუხედავად, მიმდინარე სასწავლო წელი საკმაოდ დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით. მიმდინარე წლის განმავლობაში, ბოლაჯურის საჯარო სკოლაში, პირველი კლასის ხელმძღვანელის-თამარ აბრამიშვილის ინიციატივით განხორციელდა ოთხი დახურული ღონისძიება, რომლის სამზადისშიც პირველკლასელები იყვნენ ჩართულნი, მოსწავლეებმა შექმნეს თემატური მასალები და ნახატები , წაიკითხეს ლექსები და ისაუბრეს თავიანთ განცდებსა და ემოციებზე, რომლებიც წლის განმავლობაში დაუგროვდათ.
ღონისძიების დასასრულს პედაგოგმა, ყველა მოსწავლე მადლობის სიგელით დააჯილდოვა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს