გუმბათის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს  
27-05-2021
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს. 

მოსწავლეებმა გამართეს პრეზენტაციები საქართველოს პირველი მთავრობისა და დამფუძნებელი კრების შესახებ.

ღონისძიების ბოლოს ჩაატარეს ინტელექტუალური თამაში, რომლის თემა იყო მეოცე საუკუნის საქართველო. 

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

ზუსტად 103 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203