ცინარეთის საჯარო სკოლის სამმა პირველკლასელმა სასწავლო წლის დასრულება იზეიმა
27-05-2021

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა პირველი სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

წელს სკოლას 3 პირველკლასელი ჰყავს. 

სკოლა ყველაზე პატარებს სასწავლო წლის დასრულებას ულოცავს. 

„ცინარეთის საჯარო სკოლა გილოცავთ ყველა პირველკლასელ მოსწავლეს სკოლის დამთავრებას და მეორე კლასში გადასვლას. ჩვენი სკოლის სამმა პირველკლასელმა იზეიმა ეს დღე. თითოეულ მათგანს ვუსურვებთ წინსვლას და ულევ წარმატებებს ცხოვრების გზაზე“,- აღნიშნულია მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203