შრომის საჯარო სკოლის ლიტერატურული სალონის წევრებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ლიტერატურულ-შემეცნებითი ღონისძიება მიუძღვნეს
27-05-2021

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. 

სკოლის ლიტერატურული სალონ „ივერიის'' წევრებმა ლიტერატურულ-შემეცნებითი ღონისძიება - „მშობლიური გენია, წარსულიდან მოსული...“ გამართეს. 

ღონისძიება მოამზადა სალონის ხელმძღვანელმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა რუსუდან ცეცხლაძემ.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

ზუსტად 103 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203