
სკოლა კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას კიდევ ერთხელ ულოცავს.
„ძვირფასო მე–12 კლასელებო! ახმეტის მე-2 საჯარო სკოლა გილოცავთ ბოლო ზარს!
თქვენთვის დღეიდან, ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება, დამოუკიდებელი ნაბიჯები უნდა გადადგათ სავალ გზაზე. გვინდა წარმატება გისურვოთ, ყველა მოლოდინი და სურვილი გაგმართლებოდეთ!
ჩვენი რეგიონის ახალგაზრდები გამორჩეულები არიან და ღირსეულად პასუხობენ თანამედროვე გამოწვევებს, გვჯერა, რომ თქვენც ასე გაამართლებთ ჩვენს იმედებს. წარმატებები“,-აღნიშნულია მისალოც წერილში.
იხილეთ ბმული: