მოზარდის დაჭრის საქმეზე პოლიციის განყოფილებაში თვითმხილველები გამოკითხეს
19-12-2017
ძველი თბილისის მთაწმინდის რაიონულ პოლიციაში „თავისუფლების მოედნის“ მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს მომხდარი დაჭრის თვითმხილველთა ნაწილი გამოკითხეს. მათი უმეტესობა არასრულწლოვანია.

რაიონული პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე ასევე დაბარებულები იყვნენ დაჭრილი მოზარდის თანაკლასელები და სკოლელები. მათი ნაწილის გამოიკითხვა დღეს ვერ მოხერხდა და, სავარაუდოდ, სამართალდამცველები პროცედურას ხვალიდან გააგრძელებენ. პოლიციის შენობაში დაახლოებით 20-მდე პირი იმყოფებოდა.

თბილისში, მეტროს სადგურ „თავისუფლების მოედანთან“ მოზარდი დღეს დაჭრეს. მას ჭრილობები გულმკერდის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. მოზარდს ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამდ რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. დაკავებული ჯერ არავინაა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203