
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე სერგო მარგიანმა ილია გირგვლიანის სახელობის ზემო სვანეთის ჩემპიონატზე ჭადრაკში, 10 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის, 1-ლი ადგილი აიღო.
სკოლის დირექცია და მასწავლებლები ამაყობენ მოსწავლით და ულოცავენ სერგოს მიღწეულ წარმატებას.
„ვულოცავთ ჩვენი სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეს, სერგო მარგიანს ამ დიდ წარმატებას და მომავალში კვლავ მრავალ გამარჯვებას ვუსურვებთ“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები