„ვიცი, ბევრჯერ ვიამაყებთ თქვენი წარმატებებით“ - თბილისის N129 საჯარო სკოლა მეთორმეტეკლასელებს დაემშვიდობა
27-05-2021
თბილისის N129 საჯარო სკოლა მეთორმეტე კლასელებს დაემშვიდობა და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვა.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებისთვის სკოლის ბოლო დღე ემოციური იყო. მოსწავლეებს დიდი სიყვარულით გამოეთხოვნენ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელები და პედაგოგები. სკოლა მოსწავლეებს ულოცავს სკოლის წარმატებით დასრულებას და მომავალში წარმატებებს უსურვებს.

„როგორი ამაყი ხარ, როცა შენს გვერდით საუკეთესოები დგანან და გიხარია ცოტა შენი წვლილიც რომ არის მათ აღზრდაში. ვიცი, ბევრჯერ ვიამაყებთ თქვენი წარმატებებით“, - აღნიშნავს თბილისის N129 საჯარო სკოლის პედაგოგი ლელა ღლონტი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203