თელავის N7 საჯარო სკოლის ინტელექტუალთა გუნდი საგანმანათლებლო კონკურსში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდა
27-05-2021
თელავის N7 საჯარო სკოლის ინტელექტუალთა გუნდმა „404 ერორ“ ნელი პოპიაშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო თელავის მერიის კულტურისა და განათლების განყოფილების მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო შეჯიბრში.

„თელავის N7 საჯარო სკოლის ინტელექტუალთა გუნდმა „404 ერორ“ ნელი პოპიაშვილის ხელმძღვანელობით, იასპარეზა თელავის მერიის კულტურისა და განათლების განყოფილების მიერ ორგანიზებულ ინტელექტუალურ თამაშში: რა? სად? როდის? და ფინალურ შეხვედრაში II ადგილი დაიკავა. გუნდის ყველაზე პატარა წევრი, მე-8 კლასის მოსწავლე ნინი ყარაულაშვილი, თამაშის საუკეთესო მოაზროვნედ დასახელდა. 

გუნდმა მერიისგან ჯილდოდ ხუთასლარიანი ბიბლუსის ვაუჩერი მიიღო წიგნების შესაძენად, ხოლო საუკეთესო მოაზროვნეს ასლარიანი ვაუჩერი გადაეცა. 

თელავის N7 საჯარო სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა მაია სილაგაძემ გუნდს წარმატება მიულოცა და თითოეულ მათგანს საჩუქრად  მეხსიერების ბარათი გადასცა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203