ჭალის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიება ჩატარდა
27-05-2021
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის 103 წლის აღსანიშნავი ღონისძიება ჩატარდა.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები და დამოუკიდებლობის თემატიკაზე შექმნეს ნამუშევრები.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - საქართველოს ეროვნული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს, ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა რუსეთის იმპერიისგან და სსრკ-სგან. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისი - პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს