გურკელის საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები დიდი სიყვარულით გააცილეს
27-05-2021
ახალციხის მუნიციპალიტეტის გურკელის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით ჩატარდა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებისთვის სკოლის ბოლო დღე ემოციური იყო. მოსწავლეებს დიდი სიყვარულით გამოეთხოვნენ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელები და პედაგოგები. სკოლა მოსწავლეებს ულოცავს სკოლის წარმატებით დასრულებას და მომავალში წარმატებებს უსურვებს.