„სიყვარულით გევლოთ ახალი ცხოვრების ბილიკებზე“ - დარჩიძეების საჯარო სკოლიდან კურსდამთავრებულები გააცილეს
27-05-2021
თემურ ცეცხლაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეების საჯარო სკოლა კურსდამთავრებულები გააცილა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებისთვის სკოლის ბოლო დღე ემოციური იყო.
„დარჩიძეების საჯარო სკოლაში ბოლო ზარი დაირეკა, კიდევ ერთი დაფრთიანებული მეთორმეტე კლასი გავაცილეთ სევდანარევი სიხარულით სკოლიდან. გილოცავთ ბავშვებო სკოლის დასრულებას, ნათელი და წარმატებული მომავალი გქონოდეთ, სიყვარულით გევლოთ ახალი ცხოვრების ბილიკებზე, გვეიმედებით“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია