„მჯერა, სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლით“ - თბილისის N174 საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს დაემშვიდობა
27-05-2021
„მჯერა, სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლით თქვენი ადამიანებით“ - თბილისის N174 საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს დაემშვიდობა. 

„ჩემო ბავშვებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას, საოცრად სწრაფად, გაირბინა 7 წელმა. უკან ვიხედები და მახსენდება ყოველი წუთი, ყოველი დღე თქვენთან გატარებული, აღსავსე მოულოდნელობებითა და სიურპრიზებით. ჩვენ ერთმანეთის მეგობრებად ქცეულთ ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმოდა, თქვენ ჩემგან სწავლობდით ცხოვრებას, მე კი თქვენგან.

ვიცი, რომ ყოველი თქვენგანი იტყვის თავის სათქმელს, მჯერა იქნებით წარმატებულები, მაგრამ ყველაზე მეტად იმაში ვარ დარწმუნებული, რომ იქნებით კარგი ადამიანები, რომ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლით თქვენი ადამიანობით, მიმტევებელი, კეთილი გულით და ნათელი გონებით. ვიცი, რომ ღირსეულად ატარებთ 174 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულის სახელს, წინ ჩემო ანგელოზებო, ნათელი მომავლისკენ“, - ამ სიტყვებით დაემშიდობა 12 კლასის დამრიგებელი ხათუნა თედიაშვილი მოსწავლეებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203